სომხეთი მთიანი ყარაბაღთან სამხედრო დახმარების შესახებ ხელშეკრულებაზე მუშაობს

© photo: Sputnik / STRINGERსტეფანაკერტის მოედანზე მოხალისეთა შეკრება
სტეფანაკერტის მოედანზე მოხალისეთა შეკრება - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენიმე ხნის წინ სომხეთის პრეზიდენტმა რაც შეიძლება მოკლე ვადებში სამხედრო ურთიერთდახმარების ხელშეკრულების მომზადება, შესაბამისი განხილვების ჩატარება და პარლამენტში მისი გადაგზავნის დავალება გასცა.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. სომხეთსა და არაღიარებელ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას შორის სამხედრო ურთიერთდახმარების ხელშეკრულების დადების თაობაზე სამუშაო მიმდინარეობს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „Риа Новости“ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანზე ტიგრან ბალაიანზე დაყრდნობით.

„ამ საკითხზე რაიმე კონკრეტულის თქმა არ შემიძლია. მაგრამ ცხადია, რომ თუ კი სომხეთის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა სამინისტროს პარლამენტთან ერთობლივად ყარაბაღთან სამხედრო ურთიერთდახმარების დოკუმენტის მომზადება დაავალა, ესე იგი პროცესი მიმდინარეობს“,- განაცხადა ბალაიანმა.

უფრო ადრე სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რაც შეიძლება მოკლე ვადებში სამხედრო ურთიერთდახმარების ხელშეკრულების მომზადება, შესაბამისი განხილვების ჩატარება და პარლამენტში მისი გადაგზავნა დაავალა.

მთიანი ყარაბაღი - Sputnik საქართველო
მთიანი ყარაბაღის „გათავისუფლებულ ტერიტორიებს“ ბაქო აკონტროლებს

2 აპრილს სომხეთმა და აზერბაიჯანმა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გამწვავების შესახებ განაცხადეს: კერძოდ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლების შესახებ განაცხადა, ამავე დროს სომხეთის სამხედრო უწყება აზერბაიჯანის მხრიდან „შეტევითი ხასიათის მოქმედებების“ შესახებ იუწყებოდა. სამშაბათს შუადღეს მხარეებმა განაცხადეს, რომ კონფლიქტის ზონაში სამხედრო ოპერაციები დროებით შეჩერებულია.

კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ–დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1991 წლის სექტემბერში სტეფანაკერტში მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა. საბოლოოდ აზერბაიჯანმა დაკარგა ყარაბაღზე კონტროლი.

1992 წლიდან ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოითხოვს, ხოლო სომხეთი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, ვინაიდან ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0