მთიანი ყარაბაღის „გათავისუფლებულ ტერიტორიებს“ ბაქო აკონტროლებს

გამოწერა
სამხედრო უწყება ყარაბაღში საკონტაქტო ხაზზე გათავისუფლებულ ტერიტორიაზე განსამტკიცებელ ზომებს მიმართავს, განაცხადეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიან ყარაბაღში საკონტაქტო ხაზზე „მანამდე გათავისუფლებულ ტერიტორიებს“ აკონტროლებენ, განუცხადა ოთხშაბათს სააგენტო „რია ნოვოსტის“ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ვაგიფ დარგიახლიმ.

მანამდე თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის რუსეთში მუდმივი წარმომადგენლობის პირველი კლასის მრჩეველმა არსენ მელიქ-შახნაზაროვმა განაცხადა, რომ ყარაბაღის ძალებმა აზერბაიჯანის მიერ ჩრდილოეთით  დაკავებული ყველა პოზიცია მოიგერიეს, მაგრამ ბაქომ სამხრეთით სამ სიმღლეზე კონტროლი შეინარჩუნა.

„აზერბაიჯანი ადრე გათავისუფლებულ ტერიტორიებს აკონტროლებს“, — განაცხადა დარგიახლიმ.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა 2 აპრილს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავების შესახებ განაცხადეს: კერძოდ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლების შესახებ განაცხადა, ხოლო სომხეთის სამხედრო უწყებამ — აზერბაიჯანის მხრიდან „შემტევი მოქმედებების“ შესახებ. როგორც გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის სამმართველოს ანგარიშშია აღნიშნული, კონფლიქტის გამწვავების შედეგად ყარაბაღში დაიღუპა 33 ადამიანი და 200-ზე მეტი — დაიჭრა.

სამშაბათს საომარი მოქმედებები საკონტაქტო ხაზზე შეწყდა.

ყველა ახალი ამბავი
0