საქართველოში საზღვაო ნავსადგურების კომპლექსურ შემოწმებას ჩაატარებენ

გამოწერა
საქართველოს საზღვაო ნავსადგურებს ქვეყნის საერთაშორისო სტანდარტებისა და კანონმდებლობის შესაბამისობაზე შეამოწმებენ.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ქვეყანაში ყველა საზღვაო ნავსადგურის კომპლექსურ შემოწმებას იწყებს, იუწყებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

შემოწმების მიზანია საზღვაო ნავსადგურების შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო ნორმებსა და საქართველოს კანონმდებლობასთან მიმართებაში, აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

ბაქო - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: საქართველოს პორტები ევროპა-კავკასია-აზიის დერეფანს ქმნიან

„საზღვაო ნავსადგურების გამართული მუშაობა პირდაპირ კავშირშია ტვირთების და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებასთან  ტრანზიტულ კორიდორში“,-აცხადებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

სააგენტო, როგორც საზღვაო დარგის ტექნიკური მარეგულირებელი უწყება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ცდილობს საერთაშორისო ნორმებისა და კარგი საზღვაო პრაქტიკის დანერგვას საქართველოს საზღვაო სივრცეში.

ყველა ახალი ამბავი
0