საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში. 23-ე ტურის ანონსი

© FC Sioni"სიონი" - "საბურთალო"
სიონი - საბურთალო - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik–ის სპორტული მიმომხილველი ნოდარ მაისურაძე საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის 23-ე ტურის წინ, რომელიც ოთხშაბათს იწყება, ძალთა გადანაწილებას გაგვაცნობს.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. გუნდებმა ეროვნული პირველობის 22-ე ტურის შემდეგ (რომელიც 2 აპრილს გაიმართა), გონზე მოსვლა ვერ მოასწრეს, რომ უკვე მორიგი მატჩების დრო დადგა.

წინასწარ უნდა აღინიშნოს, რომ შემდეგი ტური უახლოეს უქმეებზე, 10 აპრილს გაიმართება. გამოდის, რომ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბები რვა დღის განმავლობაში სამ-სამ ბრძოლას გამართავენ — ინგლისური „ბოქსინგ დეი“ ქართულად.

ქართული „ელ-კლასიკო“

რაც შეეხება დღეს დაგეგმილ მატჩებს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართულ „ელ-კლასიკოს“ თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის. შეხვედრა „დინამო არენაზე“ შედგება.

სამტრედიისა და ზუგდიდის შეხვედრა - Sputnik საქართველო
საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში. XXII ტურის ანონსი

სატურნირო ცხრილში გუნდებს შვიდი ადგილი და 28 ქულა აშორებს. მაგრამ ამას განა ოდესმე რაიმე მნიშვნელო ჰქონია? ქართული ფეხბურთის ორი ყველაზე პრინციპული მეტოქის შეხვედრა დროისა და ჩემპიონობისთვის ბრძოლის მიღმა დგას.

გუნდები ერთმანეთს 60-ჯერ შეხვდნენ. აქედან ნახევარჯერ უფრო ძლიერი დედაქალაქის გუნდი აღმოჩნდა. 15-ჯერ ქუთაისელებმა გაიმარჯვეს და ამდენჯერვე ფრეწ ანგარიში დაფიქსირდა.

„სამტრედიის“ მორიგი შემოწმება

სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე განთესილი „სამტრედიისთვის“ რთული დრო დგება. აპრილში გია ცეცაძის გუნდს, რთული კალენდრის სახით, ნამდვილი გამოცდა ელოდება.

გასულ ტურში „სამტრედიამ გასვლით თამაშში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი — „დილა“ დაამარცხა. დღეს გასული წლის ვერცხლის პრიზიორს — ბათუმის „დინამოს“ ხვდება. 10 აპრილს — „ტორპედოს“ წინააღმდეგ „იმერული დერბი“ გაიმართება, და თვის ბოლოს — ბრძოლა თბილისის „დინამოელების“ წინააღმდეგ.

თუ ცეცაძის გუნდი ყველა ზემოაღნიშნულ წინაღობას გადალახავს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისთვის გზა ევროთასისკენ ღია იქნება.

და ჩემპიონი?

საინტერესო მატჩი იქნება ლანჩხუთში, სადაც ადგილობრივი „გურია“ „დილას“ უმასპინძლებს. ორივე გუნდი გასულ ტურში მტკივნეულად დამარცხდა, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და ახლა წარუმატებლობის შემდეგ რეაბილიტაციას შეეცდებიან.

ორივე გუნდს დასაკარგავი აქვს. „გურია“ გარდამავალი მატჩების ზონასთან ახლოს იმყოფება, ხოლო უჩა სოსიაშვილის გუნდი, თუ იმავე ტემპში გააგრძელებს ქულების დაკარგვას, შემდეგ სეზონში უეფას ევროპის ლიგის მიღმა დარჩება.

23-ე ტურის მატჩების ცხრილი:

„ჩიხურა“ – „ცხინვალი“

„გურია“ – „დილა“

„შუქურა“ – „მერანი“

„სამტრედია“ — ბათუმის „დინამო“

„საპოვნელა“ – „საბურთალო“

 „სიონი“ – „ზუგდიდი“

თბილისის „დინამო“ – „ტორპედო“

„ლოკომოტივი“ – „კოლხეთი“.

ყველა ახალი ამბავი
0