თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. 2015 წელს საქართველოს სამხედრო ხარჯებმა 742 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2008 წლის მაჩვენებელთან შედარებით 54%-ით ნაკლებია, შესაბამის მონაცემებს მსოფლიოს პრობლემების სტოკჰოლმის საერთაშორისო კვლევითი ცენტრი SIPRI აქვეყნებს.
2008 წელს საქართველოს სამხედრო ხარჯებმა 1 მლრდ 625 მლნ ლარი შეადგინა, და ამით სსრკ-ს შემადგენლობიდან საქართველოს გასვლის შემდეგ თავდაცვის საჭიროებებზე წლის განმავლობაში დახარჯული სახსრების რაოდენობის მიხედვით რეკორდი დამყარდა.
2000 წელს საქართველოში თავდაცვის ხარჯებზე ყველაზე ნაკლები ფული დაიხარჯა. მაშინ თავდაცვის ხარჯთაღრიცხვის თანხამ 37,2 მლნ ლარი შეადგინა.
SIPRI-ს დამოუკიდებელი საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც კონფლიქტებისა და შეიარაღებასა და განიარაღებაზე კონტროლის სფეროში კვლევებით არის დაკავებული, 1966 წელს სტოკჰოლმში დაფუძნდა. პეკინში მას თავისი წარმომადგენლობა გააჩნია.
საქართველოსა და მსოფლიოს 169 ქვეყნის სამხედრო ხარჯების შესახებ მონაცემები მხოლოდ ღია წყაროებს ეფუძნება, ორგანიზაციის მიერ კითხვარის ჩათვლით, რომელიც მონაცემთა ბაზაშია ჩართული.
დღევანდელ დღეს ლარის კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენს 1 დოლარი — 2,29 ლარი.