საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმირება იგეგმება

© photo: Sputnikსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საჯარო სამსახურის რეფორმა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის და ეფექტური მმართველობის ძირითადი ელემენტია.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის კანონპროექტი პარასკევს, 12 ივნისს გააცნეს, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საჯარო სამსახურის რეფორმა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის და ეფექტური მმართველობის ძირითადი ელემენტია.

„დღეს არის პირველი საჯარო განხილვა. ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი ძალიან ინტენსიურად და საინტერესოდ წარიმართება. ამჟამად გვყავდა საერთაშორისო ორგანიზაციები და არასამთვრობო ორგანიზაციები მოწვეულები და ნამდვილად გვინდა, რომ მივიღოთ და მოვისმინოთ მათი კომენტარები, შენიშვნები”, — განაცხადა ცქიტიშვილმა. 

ამის შემდგომ დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის დეპუტატებთან, უზენაესი სასამართლოს, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან.

ცქიტიშვილის თქმით, კანონპროექტი საჯარო სამსახურის ახალი რეფორმის შესახებ 15 ივნისს გამოქვეყნდება.

”საჯარო სამსახურის რეფორმა საქართველოს მომავლისათვის არის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური რეფორმა თავის მნიშვნელობიდან გამომდინარე. მის წარმატებაზე არსებითად არის დამოკიდებული ქვეყნის წარმატება, მისი შემდგომი განვითარება. სწორედ ამიტომაც არის, რომ ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამა უჭერს მხარს ამ რეფორმას სხვა დონორებთან ერთად”, — განაცხადა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა თბილისში უილიამ ლაჰიუმ (William Lahiu).

როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ განმარტა, „ეს არის დეტალურად გაწერილი, მკაცრ სამართლებლივ ჩარჩოს დაქვემდებარებული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უფლებების დაცვის სამართლებრივი საშუალებებიც დაკონკრეტებულია როგორც კონკურსანტებისათვის, ისე თვითონ პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის".

 


ყველა ახალი ამბავი
0