ექსპერტი: შესაძლოა საქართველოს ტერიტორიაზე მოხდეს საბრძოლო მოქმედებების გადმოტანა

© თ. ჩოჩუაექსპერტი ვახტანგ მაისაია
ექსპერტი ვახტანგ მაისაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტსა და საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებზე Sputnik-ს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ესაუბრა:

— თუ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი გართულდა, ამას შესაძლოა, პირდაპირი კავშირის ჰქონდეს საქართველოსთან. საქართველო ბუნებრივია ემიჯნება ორივე სახელმწიფოს. თუ დაიწყო ლიმიტირებული ომი, თუ არ მოხერხდა საზავო პირობების შენარჩუნება, რა თქმა უნდა ეს კონფლიქტი გადაიზრდება ლიმიტირებული ომის ფორმატში. 

ყარაბახი - Sputnik საქართველო
ექსპერტი: კონფლიქტი ყარაბაღში არ შეიძლება მუდმივად გრძელდებოდეს

ამიტომ ახლა მთავარია, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არ გადაიზარდოს ჯერ ლიმიტირებული, შემდეგ უკვე რეგიონული ომის ფორმატში, რისი რეალური რისკებიც, სამწუხაროდ არსებობს. რა თქმა უნდა, დაზავება არის დადებითი მოვლენა. ცეცხლის შეწყვეტა გასტანს დიდი ხნის განმავლობაში და იმედია ეუთო-ს მინსკის ჯგუფი იმუშავებს ნაყოფიერად, როგორც ერევანში, ასევე ბაქოში; შესაბამისად, მოხერხდება, რომ კონფლიქტი არ გადაიზარდოს რთული დონის შეიარაღებულ დაპირისპირებაში. 

- ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები საქართველოს დიდი და რეალური საფრთხის წინაშე აყენებს? 

— თუ ფართომასტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო ეს გამოიწვევს ლტოლვილების გადმოდინებას საქართველოში. მეორე, არაა გამორიცხული საქართველოს ტერიტორიაზე მოხდეს საბრძოლო მოქმედებების გადმოტანა, თუნდაც „მეგობრული ცეცხლის“, უნებლიე დაბომბვების სახით. მესამე,მყიფე საკითხია, საქართველოს ეთნიკური უმცირესობების აზერბაიჯანლებისა და სომხების საკითხი. თუ ომმა მიიღო ფართომასშტაბიანი სახე, ამ ომში შესაძლოა, ჩართულები აღმოჩნდნენ ორივე თემის წარმომადგენლები. რაც ბუნებრივია, აისახება საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე უარყოფითად. 

- საქართველოს ხელისუფლების პოზიცია როგორი უნდა იყოს ამ შემთხვევაში?

— საქართველომ უნდა შეინარჩუნოს დიალოგი ორივე მხარესთან, იყოს მედიატორის როლში. ასევე, მიიღოს ყველა ზომა, რათა არ მოხდეს ამ კონფლიქტის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოდინება. უნდა შეინარჩუნოს სტაბილური ურთიერთობა როგორც ეთნიკურ სომხებთან, ასევე აზერბაიჯანელებთან. თუ კონფლიქტი გამწვავდა, ასევე ხელი უნდა  შეუწყოს ლტოლვილთა მიღებას. იმედია აქამდე საქმე არ მივა…

თენგიზ ჩოჩუა

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0