ექსპერტი: კონფლიქტი ყარაბაღში არ შეიძლება მუდმივად გრძელდებოდეს

© photo: Sputnik / Асатур Есаянцყარაბახი
ყარაბახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ შეთავაზებული მოლაპარაკებათა სხვადასხვა ფორმატების მიუხედავად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის საკითხი კვლავ ღიად რჩება.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის ირგვლივ არ შეიძლება მუდმივად გრძელდებოდეს, აუცილებელია შეთანხმების მიღწევა. თვლის საქართველოს გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი. 

სომხეთმა და აზერბაიჯანმა 2 აპრილს განაცხადეს სიტუაციის დაძაბვის შესახებ ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. მხარეებმა კონფლიქტის წამოწყებაში ურთიერთს დასდეს ბრალი. 

„აზერბაიჯანი რამდენიმე წელია ელოდება კონფლიქტის გადაწყვეტას. მაგრამ მიუხედავად მოლაპარაკებათა სხვადასხვა ფორმატისა, საქმე მკვდარი წერტილიდან არ იძვრის… უბრალოდ უკვე დროა მოილაპარაკონ და როგორღაც გადაწყვიტონ ეს პრობლემა ისევე, როგორც ჩვენი პრობლემა (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი — რედ. შენიშვნა). არ შეიძლება ეს უსასრულოდ გაგრძელდეს“, — თქვა დევდარიანმა Sputnik-თან საუბარში. 

ანალიტიკოსის აზრით, მთიანი ყარაბაღის სტატუს-კვო მომგებიანია სომხეთისა და მისი სტრატეგიული მეკავშირის — რუსეთისათვის, მაგრამ არანაირად არ აწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოს.  მთიანი ყარაბაღის სტატუსის აღიარება თბილისისათვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე უარის თქმის ტოლფასი იქნება, დასძინა ექსპერტმა.

თინა ხიდაშელი - Sputnik საქართველო
ხიდაშელი: თბილისს ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის იმედი აქვს
 

გარდა ამისა, დევდარიანი იზიარებს სხვა ანალიტიკოსთა მოსაზრებას, რომ  სიტუაციის დაძაბვას ყარაბაღში ხელი შეუწყო თურქეთის განცხადებამაც ამ რეგიონის აზერბაიჯანისაგან განუყოფლობის შესახებ. 

კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ–დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1991 წლის სექტემბერში სტეფანაკერტში მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა. საბოლოოდ აზერბაიჯანმა დაკარგა ყარაბაღზე კონტროლი.

1992 წლიდან ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოითხოვს, ხოლო სომხეთი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, ვინაიდან ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.


ყველა ახალი ამბავი
0