ხიდაშელი: თბილისს ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის იმედი აქვს

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиთინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრის თქმით, მოლაპარაკებები მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაა შესაძლებელი. ქართული მხარე შეშფოთებულია ესკალაციის გამო.

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ყურადღებით ადევნებს თვალს ყარაბაღის კონფლიქტურ ზონაში არსებულ ვითარებას და იმედს გამოთქვამს, რომ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.

მთავრობის კანცელარია - Sputnik საქართველო
საქართველოს სურვილია ყარაბაღის კონფლიქტში შუამავლის როლი შეასრულოს

შეგახსენებთ: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 2 აპრილს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება გამწვავდა. როგორც გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის საბჭოს ანგარიშშია ნათქვამი, კონფლიქტის ახალი გამწვავების შემდეგ ყარაბაღში 33 ადამიანი დაიღუპა, 200–ზე მეტი კი დაშავდა.

„მთავარი ამოცანა დღეს არის ცეცხლის შეწყვეტა. როდესაც ირგვლივ სროლებია, როდესაც დაძაბულობა ამ მასშტაბს აღწევს, რაც მთიანი ყარაბაღის პირობებში ვნახეთ, აქ მთავარი ამოცანაა, შეწყდეს ცეცხლი. ამის შემდეგ შეიძლება გაგრძელდეს საუბარი ყველა დანარჩენზე", — განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ქართული ტელეკომპანიების ინფორმაციით, თინა ხიდაშელი რეგიონში შექმნილ ვითარებაზე აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ზაქირ ჰასანოვთან აპირებს მსჯელობას. ამასთან, მისი თქმით, ქართული მხარე აქტიურად ურთიერთობს ორივე მხარესთან, მაგრამ არც აზერბაიჯანსა და არც სომხეთს საქართველოსთვის კონკრეტული თხოვნით არ მიუმართავთ.

„შეშფოთებით ვადევნებთ თვალ-ყურს მიმდინარე მოვლენებს, ესკალაციას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც, არა მხოლოდ ორი სახელმწიფოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის, რომ საკითხი დასტაბილურდეს და მხოლოდ მშვიდობიანი გზით გაგრძელდეს მისი მოგვარება“, — განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძემ. 

ვიცე–პრემიერი კახა კალაძე აღნიშნავს, რომ „საქართველო, როგორც მეზობელი სახელმწიფო, ყველაფერს გააკეთებს, რაც შესაძლებელი იქნება“.

© Sputnikმთიანი ყარაბაღის კონფლიქტი. კადრები საბრძოლო მოქმედებების ზონიდან
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი. კადრები საბრძოლო მოქმედებების ზონიდან - Sputnik საქართველო
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი. კადრები საბრძოლო მოქმედებების ზონიდან

გუშინ პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალური შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა და ძალოვანი სამინისტროების პირველ პირებთან, შესაბა მისი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან და საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესთან. შეხვედრაზე პრემიერმა შეშფოთება გამოთქვა საომარი მოქმედებების განახლებისა და ესკალაციის თაობაზე და აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით ვითარების დეესკალაციის იმედი აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0