„აბრეშუმის გზის“ განვითარება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია

© ТППГდიმიტრი ქუმსიშვილი
დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ან ანაკლიის პორტი, აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილია, განაცხადა ქუმსიშვილმა.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. „აბრეშუმის გზის“ განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ, რომელიც საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატასა და საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატას შორის გაფორმდა.

მემორანდუმის გაფორმება - Sputnik საქართველო
სავაჭრო პალატა საერთაშორისო ვაჭრობის „აბრეშუმის გზის “ პალატის წევრი გახდა
    "

ხელმოწერის ცერემონიამდე გაიმართა ახალი პროექტების „ელექტრონული აბრეშუმის გზა“ და „აბრეშუმის გზის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ფონდის“ პრეზენტაცია. ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი. დელეგაციას ხელმძღვანელობს პალატის თავმჯდომარე ლიუ იანზონგი.

ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს.

„ქვეყნის მასშტაბით მშენებარე ინფრასტრუქტურა აბრეშუმის გზის შემადგენელია. ესაა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, ასევე რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-კარწახის სარკინიგზო ხაზი და ანაკლიის პორტი“, — აღნიშნა ქუმსიშვილმა.

შესაბამისად, ასეთი ტიპის შეხვედრები, რომელსაც სავაჭრო პალატები აწყობენ, როცა კერძო ბიზნესს აქვს შესაძლებობა, რომ მათ მეტი კავშირები დაამყარონ, კონკრეტული შედეგები დადონ, აუცილებლად აისახება ეკონომიკაზე, განაცხადა ქუმსიშვილმა.

საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატა 2015 წელს ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში შეიქმნა. ორგანიზაციაში გაერთიანებულია 36 ქვეყნის უმსხვილესი კომპანიები, ისინი დაინტერესებული არიან რეგიონულ პროექტებში საქართველოს, როგორც „აბრეშუმის გზის“ უძველესი ქვეყნის აქტიური ჩართულობით.

ყველა ახალი ამბავი
0