სავაჭრო პალატა საერთაშორისო ვაჭრობის „აბრეშუმის გზის “ პალატის წევრი გახდა

© ТППГმემორანდუმის გაფორმება
მემორანდუმის გაფორმება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა (gcci) საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის“  პალატაში გაწევრიანდა, იუწყება gcci.

„მსგავსი მემორანდუმების გაფორმება ზრდის თანამშრომლობის პოტენციალს და საშუალებას აძლევს ბიზნესმენებს, კომპანიებს და მეწარმეებს დაამყარონ კონტაქტები, განავითარონ პარტნიორული ურთიერთობები და ჩაერთონ საერთაშორისო კომერციულ ქსელებში“, — აღნიშნულია gcci-ს განცხადებაში.

ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი საერთაშორისო ვაჭრობის „აბრეშუმის გზის პალატის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი. დელეგაციას ხელმძღვანელობს პალატის თავმჯდომარე ლიუ იანზონგი. ვიზიტის მიზანია აბრეშუმის გზის რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ახალი პროექტების „ელექტრონული აბრეშუმის გზა“ და „აბრეშუმის გზის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ფონდის“ პრეზენტაცია.

საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატა 2015 წელს ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში შეიქმნა. ორგანიზაციაში გაერთიანებულია 36 ქვეყნის უმსხვილესი კომპანიები, ისინი დაინტერესებული არიან რეგიონულ პროექტებში საქართველოს, როგორც „აბრეშუმის გზის“ უძველესი ქვეყნის აქტიური ჩართულობით.

ყველა ახალი ამბავი
0