ხიდაშელმა ლავროვისა და კერის საუბარს იმედის მომცემი უწოდა

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიმთიანი ყარაბაღი
მთიანი ყარაბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სერგეი ლავროვმა და ჯონ კერიმ სატელეფონო საუბარში განიხილეს სიტუაცია მთიან ყარაბაღში. საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია სასწრაფოდ შეწყდეს საომარი მოქმედებები რეგიონში.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის საუბარს მთიან ყარაბაღში შექმნილ მდგომარეობაზე იმედის მომცემი უწოდა. 

 სერგეი ლავროვმა და ჯონ კერიმ სატელეფონო საუბარში განიხილეს სიტუაცია მთიან ყარაბაღში. საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია სასწრაფოდ შეწყდეს საომარი მოქმედებები რეგიონში. 

მთიანი ყარაბაღი - Sputnik საქართველო
ლავროვი და კერი ყარაბაღში ბრძოლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდნენ

ჩვენ იმედი გაქვს, რომ მოლაპარაკებათა პროცესი, რომელიც ევროპის ქვეყნების სხვადასხვა დედაქალაქებში  მიმდინარეობს, წარმატებით დასრულდება. ინფორმაცია აშშ-ს სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საუბრის შესახებ, ასევე იმედის მომცემი იყო. ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ სწორედ ასეთ ფორმატში და ამ დიალოგის დროს არის შესაძლებელი ოქროს გამოსავლის პოვნა, რომელიც სტაბილურობას უზრუნველყოფს“, — განუცხადა ხიდაშელმა ჟურნალისტებს. 

მისი თქმით, „საქართველოს მთავარი ამოცანა — თავის მხრივ ყველაფრის გაკეთებაა რეგიონში სტაბილურობისათვის“. 

„ამიტომ ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა მივიღოთ ყველა ზომა, პირველ რიგში ცეცხლის შეწყვეტისათვის. ეს მთავარი ამოცანაა ყველა მოლაპარაკებებისათვის“, — აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. 


ყველა ახალი ამბავი
0