ლავროვი და კერი ყარაბაღში ბრძოლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდნენ

© МО НКРმთიანი ყარაბაღი
მთიანი ყარაბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სერგეი ლავროვი და ჯონ კერი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, გაააქტიურონ რუსეთის, აშშ-ისა და საფრანგეთის ძალისხმევა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების კუთხით, განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ორშაბათს სატელეფონო საუბრისას მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება განიხილეს. საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელებმა რეგიონში საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდეს, განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მთავრობის კანცელარია - Sputnik საქართველო
საქართველოს სურვილია ყარაბაღის კონფლიქტში შუამავლის როლი შეასრულოს

„საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელებმა მთიან ყარაბაღში დაპირისპირების ესკალაციასთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს, დაჟინებით მოუწოდეს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ. შეთანხმდნენ, გაააქტიურონ რუსეთის აშშ-ისა და საფრანგეთის, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ძალისხმევა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით. ლავროვმა და კერიმ ცალკეული „გარე მოთამაშეების“ მხრიდან ყარაბაღის გარშემო კონფრონტაციის დაძაბულობის გაზრდის მცდელობა დაგმეს“, — აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით გაიმართა.

კონფლიქტი მთიან ყარაბაღში მესამე დღეა, გამწვავდა. გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის სამმართველოს მონაცემებით, კონფლიქტის გამწვავების შედეგად დაიღუპა 33 ადამიანი, 200-ზე მეტი დაიჭრა.

ყველა ახალი ამბავი
0