საქართველოში ფიტოთერაპიის სწავლება დაიწყება

© photo: Sputnik / Levan Avlabreliმწვანე აფთიაქი
მწვანე აფთიაქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფლორა სამკურნალო მცენარეებით სავსეა, მაგრამ ამ პოტენციალის ფიტოთერაპიაში გამოყენებისთვის კვალიფიციური კადრები არ გვყოფნის. პრობლემის გადაჭრის გზებსა და მედიცინის ამ მიმართულებაზე Sputnik-ს „მწვანე აფთიაქის“ დამფუძნებელი ესაუბრა.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. მეხუთე თაობის ფარმაცევტმა თენგიზ მაისურაძემ ფიტოთერაპიის სპეციალისტების მომზადების სასწავლო პროგრამა შეიმუშავა.

„საქართველო მდიდარია მრავალფეროვანი ფლორით და ის ჯერ კიდევ სუფთაა. სპეციალური კურსების მიზანი, რომლებიც, იმედი მაქვს, უკვე წელს გაიხსნება, ისაა, რომ ყველა მსურველს ასწავლოს ფარმაცევტიკა, ფიტოთერაპია. ჩვენ უნიკალური ფლორა გვაქვს, მაგრამ არ გვყავს კვალიფიციური კადრები, რომლებიც ყოველივე ამას მოამზადებენ“, — განუცხადა მაისურაძემ Sputnik-ს.

საჭიროა, რომ ერკვეოდე არა მხოლოდ მცენარეებში, არამედ მათი შეგროვებაც იცოდე, აღნიშნა ფარმაცევტმა.

პატრიარქის ორანჟერეა - Sputnik საქართველო
პატრიარქი ხალხური მედიცინის განვითარების მოწოდებით გამოვიდა

„ისინი ისე უნდა შეაგროვო, რომ არ დააზიანო, რომ მეორე წელსაც გაიზარდოს. აი, ყველაფერ ამას ვასწავლით ამ კურსებზე“, — აღნიშნა მან.

პირველად „მწვანე აფთიაქი“, რომელსაც მაისურაძე მართავს, თბილისში 28 წლის წინ გაიხსნა. ამგვარად სურდა მას თავისი წინაპრების საქმის გაგრძელება, რომლებმაც თავისი პირველი აფთიაქი ახალციხეში ჯერ კიდევ 1865 წელს გახსნეს. თენგიზი სახალხო ფარმაცევტიკას უკვე 30 წელია, მისდევს და ამბობს, რომ ეს სისხლის ძახილია.

„როდესაც თბილისში აფთიაქი გავხსენი, ჩემი ძირითადი კლიენტები ქალაქის რუსულენოვანი მოსახლეობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფარმაცევტიკა ჩვენი მშობლიური დარგია, ქართველები ჩემს აფთიაქში ცოტა იყვნენ. ჩემი მიზანი საქართველოში ფიტოთერაპიის აღდგენა იყო. ადამიანებმა მცენარეთა სამკურნალო თვისებებზე არაფერი იცოდნენ“, — აღნიშნა მაისურაძემ.

მან რუსეთიდან სხვადასხვა ბუკლეტების, ჟურნალების ჩამოტანა და ხალხში გავრცელება დაიწყო, რომ საქართველოს მოსახლეობა ხალხურ მედიცინასთან დაებრუნებინა.

© Levan Avlabreliფიტოთერაპია. „მწვანე აფთიაქი"
ფიტოთერაპია. „მწვანე აფთიაქი   - Sputnik საქართველო
ფიტოთერაპია. „მწვანე აფთიაქი"

„ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ წელიწადში ერთხელ ანალიზები, ექოსკოპია უნდა ჩაიტარონ, რათა იცოდნენ, რაზე იმკურნალონ, რა ნაზავი უნდა შეარჩიონ და მაშინ ბალახეულით მკურნალობა ეფექტური იქნება“, — აღნიშნა მან.

ფარმაცევტი მცენარეული წამლის ეფექტურობაში დარწმუნებულია, მაგრამ, ამავე დროს აღნიშნავს, რომ როდესაც ავადმყოფობა მიშვებულია და მას ყურადღებას არ აქცევენ, საჭიროა ტრადიციული მედიცინის ჩართვა, რადგანაც მცენარეები უცბად არ მოქმედებს.

„ქართველებს უყვართ კარგად ჭამა, ამიტომ ხშირად არის გავრცელებული სახსრების, ძვლის სიტემის დაავადებები, ჩნდება მარილები, ზედმეტი წონა. ამიტომ პროფილაქტიკა ძალზე მნიშვნელოვანია“, — აღნიშნა მან.

© Levan Avlabreliფიტოთერაპია. "მწვანე აფთიაქი"
ფიტოთერაპია. მწვანე აფთიაქი - Sputnik საქართველო
ფიტოთერაპია. "მწვანე აფთიაქი"

მაისურაძის აზრით, საქართველოში ყველაზე პოპულარული ბალახებია გვირილა, კატაბალახა და კუნელი, ასევე ბალახეულის ტიბეტური ნაზავი, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ უნდა მიიღოთ. ის შესანიშნავად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, წმენდს შლაკებისგან, კარგად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე და ნივთიერებათა ცვლაზე.

მისი მიღება არ შეიძლება დიაბეტით დაავადებულებისთვის, სხვა შემთხვევაში უკუჩვენება არ აღინიშნება.

მაისურაძემ ყველას მოუწოდა, თავი დაანებონ სიგარეტს, იარონ ფეხით, მაშინ ტრადიციულ მედიცინას, რომელიც ძალიან ეფექტურია პროფილაქტიკის მიზნით, შეუძლია არა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება, არამედ მისი უფრო სრულყოფილად ქცევაც.


ყველა ახალი ამბავი
0