საქართველოს მინი–ფეხბურთის 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა სურს

© telasi.ge"თელასის" გუნდი
თელასის გუნდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეტენდენტმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ ინფორმაცია განაცხადების წარდგენისა და ტურნირის მოთხოვნების თაობაზე. განაცხადი ოფიციალური განზრახვის შესახებ 6 მაისამდე უნდა გაკეთდეს.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველო დაინტერესებულია მინი–ფეხბურთის 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებით, იუწყება Р-Спорт ფიფას ოფიციალურ საიტზე დაყრდნობით.

თელასის ნაკრები - Sputnik საქართველო
"თელასის" გუნდი „ინტერ რაოს“ მინი-ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა

საქართველოს გარდა ტურნირის ჩატარებით დაინტერესებულია კიდევ 12 ქვეყანა. ტურნირის პრეტენდენტთა შორისაა ხუთი საფეხბურთო კონფედერაცია — კოსტა–რიკა, ხორვატია, ჩეხეთი, ეგვიპტე, საქართველო, ირანი, იაპონია, ყაზახეთი, ლიტვა, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და აშშ.

ახლა აღნიშნული ქვეყნების ფეხბურთის ასოციაციებმა უნდა მიიღონ დამატებითი ინფორმაცია განაცხადების წარდგენისა და აგრეთვე ტურნირის მოთხოვნების შესახებ. ოფიციალური დეკლარაცია განზრახვის თაობაზე 6 მაისამდე უნდა გაკეთდეს.

მსოფლიო ჩემპიონატი მინი–ფეხბურთში 1989 წლიდან ტარდება. 2012 წელს ტურნირი ტაილანდში გაიმართა, 2016 წელს კი ჩემპიონატს კოლუმბია უმასპინძლებს.

ყველა ახალი ამბავი
0