"თელასის" გუნდი „ინტერ რაოს“ მინი-ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა

© telasi.ge"თელასის" ნაკრები
თელასის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზედიზედ სამი წლის მანძილზე (2013, 2014, 2015 წწ.) "თელასის" გუნდი „ინტერ რაოს“ მინიფეხბურთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულის სტატუსს არ თმობს.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. სს "თელასის" გუნდი „ინტერ რაოს“ მინი-ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. ფინალში ქართველმა ენერგეტიკოსებმა რუსეთის საფეხბურთო კლუბი "TTG-Ugra" (იუგორსკი) დაამარცხეს, იტყობინება თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია.

გადამწყვეტი მატჩი ძალზე დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. მატჩის ძირითადი და დამატებით დრო თანაბარი ქულებით დასრულდა. გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა, რომელშიც ქართველი ფეხბურთელები დაწინაურდნენ.

მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ქართული ნაკრები საუკეთესო იყო —„თელასის“ ფეხბურთელებმა ქვსი მატჩიდან ექვსივე მოიგეს. ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ ლევან გაბუჩია დასახელდა, რომელმაც ზედიზედ ორჯერ მოახერხა პენალტის აღება და გამარჯვება მოუტანა გუნდს.

წელს IX საერთაშორისო ჩემპიონატი მინი-ფეხბურთში კალილინგრადში 21-25 ივლისს გაიმართა. ტურნირში 29 ნაკრები მონაწილეობდა.

თელასის" გუნდი ფუტსალში უკვე 6 წელია არსებობს და მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. ზედიზედ სამი წლის მანძილზე (2013, 2014, 2015 წწ.) "თელასის" გუნდი „ინტერ რაოს“ მინიფეხბურთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულის სტატუსს არ თმობს.

გარდა ამისა,  საქართველოს ჩემპიონატი ფუტსალში უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის 2015 წელს „თელასის“ გამარჯვებით დასრულდა.

სს "თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს "თელასი" "ინტერ რაოს“ შემადგენლობაში შევიდა. "ინტერ რაოს“ მფლობელობაშია "თელასის" აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა. 

 

 


ყველა ახალი ამბავი
0