თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკური ზრდა თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,6%-ით გაიზარდა, აღნიშნულია „საქსტატის“ მასალებში.
2015 წლის თებერვალში, „საქსტატის“ დაზუსტებული მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 4,9% შეადგინა.
ეკონომიკურ ზრდას, ძირითადად, გარე ფაქტორები უშლის ხელს, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარება საქონლის ექსპორტიდან და მომსახურებიდან შემოსავლებზე ნეგატიურად აისახება. 2015 წელს ეკონომიკურმა ზრდამ, 2014 წელთან შედარებით, 2,8% შეადგინა. წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა, ძირითადად, შიდა მოხმარებას უკავშირდებოდა, რომელიც ფულადი გადმორიცხვებისა და უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტების მომსახურების ტვირთის გამო შესუსტებულია, აღნიშნეს საქართველოს ეროვნულ ბანკში.
2016 წელს შემოსავლებმა ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტში 571,2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2016 წლის იანვარის მაჩვენებელზე 7,3 მლნ ლარით ნაკლებია.
თებერვალში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვამ 625,2 მლნ ლარი შეადგინა მაშინ, როდესაც 2016 წლის იანვარში ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვამ 598,4 მლნ ლარი შეადგინა.