იანვარში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 0.8% შეადგინა

© https://www.facebook.com/economyprსტეკლოტარის მწარმოებელი ქარხანა
სტეკლოტარის მწარმოებელი ქარხანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წლის იანვარში, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები და ხარჯები 2015 წლის დეკემბერთან შედარებით შემცირდა.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. 2016 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,8% შეადგინა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.

2015 წლის იანვარში მშპ-ს ზრდამ 0.5% შეადგინა.

ეროვნული ბანკის მასალების მიხედვით, ეკონომიკურ ზრდას ძირითადად საგარეო ფაქტორები აფერხებდა. 

რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური სიტუაცია ნეგატიურად აისახება საქონლისა და მომსახურების ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალზე. 2015 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 2014 წელთან შედარებით 2,8% შეადგინა. წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა ძირითადად შიდა მოხმარებასთან იყო დაკავშირებული, რომელიც შესუსტებული იყო ფულადი გადარიცხვების შემცირებისა და უცხოურ ვალუტაში მიღებული კრედიტების მომსახურების ტვირთით, იუწყება ეროვნული ბანკი. 

თბილისი - Sputnik საქართველო
2015 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2,8% შეადგინა

2016 წლის იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა 578,5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 297 მილიონი ლარით ნაკლებია 2015 წლის დეკემბრის მონაცემებზე. 

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებმა იანვარში 598, 4 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ, როდესაც 2015 წლის დეკემბერში ანალოგიური მაჩვენებელი 922,1 მილიონი ლარი იყო.


ყველა ახალი ამბავი
0