საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ყარაბაღის სიტუაცია განიხილეს

© photo: Sputnik / Stringerაზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა
აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დააფიქსირა უკიდურესი შეშფოთება უკანასკნელ დღეებში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაშორიშორების ხაზზე სიტუაციის ესკალაციის გამო.

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ელმარ მამედიაროვთან, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უკიდურესი შეშფოთება დააფიქსირა უკანასკნელ დღეებში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაშორიშორების ხაზზე სიტუაციის ესკალაციის გამო, რასაც, სამწუხაროდ, მოჰყვა მსხვერპლი, მათ შორის, მშვიდობიან მოსახლეობაში.

მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა და მშვიდობის უზრუნველყოფა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველო მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დეესკალაციის იმედს გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ძალისხმევით შესაძლებელი იქნება სიტუაციის დეესკალაცია, რაც მნიშვნელოვანია მთელ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სატელეფონო საუბარი მის სომეხ კოლეგასთანაც.

კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გამო 1988 წელს დაიწყო, როდესაც ყარაბაღის უმეტესად სომეხმა მოსახლეობამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა. 1992-1994 წლების საომარი მოქმედებების შემდეგ აზერბაიჯანმა ტერიტორიაზე კონტროლი დაკარგა. მთიანმა ყარაბაღმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

მთავრობის კანცელარია - Sputnik საქართველო
საქართველოს სურვილია ყარაბაღის კონფლიქტში შუამავლის როლი შეასრულოს

კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე მოლაპარაკებები 1992 წლიდან ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში მიმდინარეობს. აზერბაიჯანი თავისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას მოითხოვს, სომხეთი კი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს. ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა მოლაპარაკებებში მხარეს არ წარმოადგენს. 


ყველა ახალი ამბავი
0