თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესაძლოა წინასაარჩევნოდ კოალიცია შექმნას, განაცხადა პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ.
„გამორიცხული არ არის, საარჩევნო ინტერესებიდან გამომდინარე, რაღაც ამგვარი ნაბიჯები გადაიდგას, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ძირითადი პოლიტიკური სუბიექტი“, — ციტირებს ბარამიძეს „პირველი რადიო“.
მისი თქმით, პარტიას მუდმივად აქვს დიალოგი საქართველოში არსებულ პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, გარდა „ქართული ოცნებისა“.