თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. ამერიკული გამოცემა Global Finance Magazine-ის ვერსიით, ეკონომიკის დონის მიხედვით ქვეყნების რეიტინგში The Richest Countries in the World საქართველოს 113-ე ადგილი უკავია.
გამოცემამ მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემთა საფუძველზე ყველაზე მდიდარი ქვეყნების რეიტინგი შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიხედვით, რაც ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის საფუძველს ეყრდნობა, იგი ითვალისწინებს ცხოვრების შეფარდებით ღირებულებასა და ინფლაციის დონეს ქვეყნებში. სულ სიაში 185 სახელმწიფო შევიდა.
საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის 8,2 ათასი აშშ დოლარით 113-ე ადგილზე აღმოჩნდა.
Global Finance Magazine-მა მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნად კატარი დაასახელა, მას მოსდევს ლუქსემბურგი და სინგაპური. ბოლო სამი ადგილი უკავიათ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას, კონგოსა და მალავის.
საქართველოს უახლოესი მეზობლებიდან ლიდერობს რუსეთი (51-ე ადგილი). თურქეთი 62-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი — 64-ზე და სომხეთი — 116-ზე.