“ადამიანის განვითარების ინდექსის“ რეიტინგში 2015 წელს საქართველომ 76-ე ადგილზეა

© https://www.facebook.com/HumanDevelopmentReportგაეროს მოხსენება Human Development Reports 2015
გაეროს მოხსენება Human Development Reports 2015 - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეროს მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში დაბადებისას მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა 74,9 წელია, სწავლაზე დახარჯული წლების რაოდენობა 13,8, ხოლო გენდერული განვითარების ინდექსი 0,962, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 7 ათას 164 დოლარს.

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. “ადამიანის განვითარების ინდექსის“ რეიტინგში 2015 წელს საქართველომ შეინარჩუნა თავისი პოზიციები 188 ქვეყანას შორის და 76 ადგილი უჭირავს. საქართველოს ინდექსი 0,754 ქულაა, რაც განვითარების მაღალ დონეს შეესაბამება, ნათქვამია გაეროს მოხსენებაში Human Development Reports 2015.

ადამიანური განვითარების ინდექსი ითვლება ყოველწლიურად ადამიანური პოტენციალის ძირითადი კრიტერიუმების —  ცხოვრების, განვითარების, განათლების დონისა  და ცხოვრების ხანგრძლივობის შედარების საფუძველზე.

ინდექსის გამოთვლისას ითვალისწინებენ სამი სახის  მაჩვენებელს: სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, ქვეყნის მოსახლეობის განათლების დონე (სწავლაზე დახარჯული წლების საშუალო ოდენობა) და სწავლების მოსალოდნელი ხანგრძლივობა, მთლიანი ეროვნული შემოსავლის მიხედვით დათვლილი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტით აშშ. დოლარში. 

Doing Business 2016 - Sputnik საქართველო
საქართველომ Doing Business 2016–ის რეიტინგში 24–ე ადგილი დაიკავა

გაეროს მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში დაბადებისას მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა 74,9 წელია, სწავლაზე დახარჯული წლების რაოდენობა 13,8, ხოლო გენდერული განვითარების ინდექსი 0,962, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 7 ათას 164 დოლარს.

რეიტინგში პირველი ადგილი ნოვეგიას უჭირავს (0,944), მეორე —ავსტრალიას (0,935) და მესამე — შვეიცარია (0,93). მიმდინარე წლის რეიტინგში ბოლო სამი ადგილი უჭირავთ: ერითრიას — ინდექსით 0.391 (186 ადგილი), ცენტრალურ აფრიკას რესპუბლიკა- ინდექსით 0,35 (187 ადგილი) და ნიგერიას — ინდექსით 0,348 (188ადგილი).

მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ადგილი უჭირავთ რუსეთს — 50-ე, ინდექსით 0,798, აზერბაიჯანს 78-ე ადგილი,  სომხეთს 85-ე ადგილი, თურქეთს — 72-ე ადგილი, უკრაინას  - 81 ადგილი. 


ყველა ახალი ამბავი
0