კონკურსი ნამახვან ჰესების კასკადის პროექტზე ივლისამდე გაგრძელდება

© photo: Sputnik / Fred Grinberg / გადასვლა მედიაბანკშიმდინარე რიონი
მდინარე რიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მდინარე რიონზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის დაწყება 2016 წელს იგეგმება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 730 მლნ დოლარია.

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. ნამახვან ჰესების კასკადის პროექტზე ინტერესთა გამოხატვის ვადა სამი თვით გაგრძელდა, დაინტერესებულმა კომპანიებმა შესაბამისი დოკუმენტაცია 2016 წლის 7 ივლისის 15:00 საათამდე უნდა წარადგინონ, — იუწყება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახური.

მდინარე - Sputnik საქართველო
დასავლეთ საქართველოში ჰესების კასკადს ააშენებენ

კასკადი „ნამახვანისა“ და  „ტვიშის“ ორ ჰიდროელექტროსადგურს გააერთიანებს, რომლის დადგენილი საერთო სიმძლავრე 433 მეგავატს შეადგენს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 730 მლნ დოლარია.

პროექტის რეალიზაციის მოდელია „მშენებლობა–ფლობა–ოპერირება“.

„იმის გათვალისწინებით, რომ აპლიკანტებისგან შემოსათავაზებელი წინადადებები განიხილება როგორც საბოლოო და არ ექვემდებარება ცვლილებას, ასევე, ვინაიდან, პროექტის ტექნიკური დოკუმენტაცია საჭიროებს დეტალურ შესწავლას, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა,“ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს თანხმობით, მიიღო გადაწყვეტილება გაზარდოს წინადადებების მიღების ვადა 07.07.2016 წლამდე, 15:00 სთ, თბილისის დროით“, — ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის დაწყება 2016 წელს იგეგმება.

საბაზიდო პროექტის დიზაინი იტალიურმა  საკონსულტაციო კომპანიამ Studio Ing. G. Pietrangeli Srl. მოამზადა. ასევე მომზადებულია ობიექტამდე მისასვლელი გზების პროექტი, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, ჰესის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში, შესყიდულია მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთები, აშენებულია ახალი ხიდი და ა.შ.

ენგურჰესის კაშხალი - Sputnik საქართველო
ბოლო სამ წელში საქართველოს ენერგეტიკაში 522 მილიონ დოლარამდე ჩაიდო

ამ დროისათვის მიმდინარეობს მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო პროცედურები, რომლის გაცემა წლის დასაწყისში იგეგმება. ინვესტორის შერჩევის ძირიტადი კრიტერიუმი სახელმწიფოს მიერ სესაზენი ელექტროენერგიის მინიმალური ღირებულება იქნება.

სამინისტროში აღნიშნეს, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების თანახმად, ნამახვანი ჰესის პროექტის რეალიზაცია მისაღებია როგორც ეკონომიკური ისე ტექნიკური თვალსაზრისით.

ყველა ახალი ამბავი
0