საქართველოს დაცული ტერიტორიებისათვის 662 500 ევრო გამოიყო

© photo: Sputnik / Dadvadze / გადასვლა მედიაბანკშიშატილი
შატილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგრანტო თანხა ბორჯომ-ხარაგაულის, ფშავ-ხევსურეთისა და მტირალას ეროვნულ პარკების სხვადასხვა საჭიროებებს მოხმარდება.

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. კავკასიის ბუნების ფონდმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალი ჯამში, 662 500 ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო. ამის თაობაზე საგრანტო ხელშეკრულება  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, საგრანტო თანხა ბორჯომ-ხარაგაულის, ფშავ-ხევსურეთისა და მტირალას ეროვნულ პარკების სხვადასხვა საჭიროებებს მოხმარდება.

ხელშეკრულება 2016 წლიდან 2018 წლამდე პერიოდს მოიცავს. ხელშეკრულებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯომარემ, ლაშა მოისწრაფიშვილმა და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ მორისონმა მოაწერეს ხელი.

ჯავახეთის პარკი - Sputnik საქართველო
სამხრეთ საქართველოში ჯავახეთის ეროვნული პარკი გაიხსნა

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ სტუმართა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. გასულ წელს საქართველოს ნაკრძალებს 518,2 ათასი ვიზიტორი სტუმრობდა, მათ შორის 181,3 ათასზე მეტი უცხოელი სტუმარი. 

ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს კომპლექსი მღვიმე იმერეთში და ყაზბეგის ეროვნული პარკი. საქართველოში 13 სახელმწიფო ნაკრძალია, 10 ეროვნული პარკი, 41 ბუნებრივი ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტი. პირველი დაცული ტერიტორია, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი საქართველოში 1912 წელს შეიქმნა. 

დღეისათვის დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი საქართველოში 520 811 ჰექტარს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 8,6%-ს შეადგენს. დაცული ტერიტოეირების დაახლოებით 75% ტყით არის დაფარული. 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0