სამხრეთ საქართველოში ჯავახეთის ეროვნული პარკი გაიხსნა

© https://www.facebook.com/protectedareas.geჯავახეთის პარკი
ჯავახეთის პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურისტული ობიექტების მშენელობა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა (KfW) დააფინანსა, სამშენებლო სამუშაოებს კი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის გერმანიის ფილიალი (WWF) მეთვალყურეობდა.

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე ჯავახეთის ეროვნული პარკი გაიხსნა, იუწყება საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო.

ახალქალაქში ვიზიტორთა ცენტრისა და ჯავახეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა 2014 წლის ივნისში დაიწყო. ჯავახეთის ეროვნული პარკის შექმნის პროექტი დაფინანსდა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ და გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით.

პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულება 2,250 მლნ ევროა, დაცული ტერიტორიებისთვის აშენდა ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრი.  ასევე მოეწყო და სრულად აღიჭურვა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია. ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გაიარეს სხვადასხვა სახის ტრენინგ-კურსები, მომზადდა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმა და განხორციელდა სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პროგრამები დამხმარე ზონის სოფლებისთვის.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა (WWF), რომელიც პროექტს ახორციელებს, მოამზადა ჯავახეთის დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმა, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ 2013 წელს დაამტკიცა. დაცული ტერიტორიის მართვა მომდევნო ექვსი წლის მანძილზე ამ გეგმით განხორციელდება.

ჯავახეთის დაცული ტერიტორიები 2011 წელს, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით შეიქმნა. ეროვნული პარკის შექმნის ფარგლებში მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა, განხორციელდა ეკო-ტურიზმის განვითარება და სხვა. 


ყველა ახალი ამბავი
0