აჭარის რეგიონმა კიევის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე დიდი ინტერესი გამოიწვია

© photo: courtesy of Beshumiკურორტი ბეშუმი აჭარაში
კურორტი ბეშუმი აჭარაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარა აპრილში უკრაინაში პირველ სარეკლამო კომპანიას გამართავს ტურისტების მოსაზიდად. გარდა გარე და ონლაინ რეკლამებისა, იგეგმება თემატური გადაცემების მომზადებაც.

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. აჭარის რეგიონისა და მისი ტურისტული პროდუქტების მიმართ, განსაკუთრებული ინტერესია უკრაინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „UITT-Kiev 2016". იტყობინება  აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობას.  რეგიონის  პოპულარიზაციის მიზნით სტენდში წარმოდგენილია აჭარა-ბათუმის  ტურისტული პოტენციალის ამსახველი სარეკლამო-საინფორმაციო მასალები.

ინფორმაციის თანახმად, უკრაინა რეგიონისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. აჭარის ტურიზმის  დეპარტამენტი უკრაინაში მარკეტინგულ კამპანიებს 2011 წლიდან ახორციელებს. 

სვანური კოშკები - Sputnik საქართველო
ტურიზმის განვითარების მიზნით საქართველოში მასშტაბური პროექტი იწყება

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეგიონში 1,5 %-ით მეტი უკრაინელი ტურისტი შემოვიდა. ბოლო წლებში, აჭარაში უკრაინელი ვიზიტრების მატება კიევსა და ბათუმს შორის არსებული ჩარტერული ფრენების დამსახურებაცაა. მიმდინარე წელს, ბათუმის მიმართულებით ფრენები უკვე განაახლა ავიაკომპანია „იან ეარმა“, რომელმაც პირველი რეისი კიევი-ბათუმი 27 მარტს შეასრულა. ივნისიდან, კი ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს ავიაკომპანია „დნეპრავია“, რომელიც ჩარტერულ რეისებს ოდესიდან და დნეპროპეტროვსკიდან გეგმავს. 


ყველა ახალი ამბავი
0