წულუკიანი: ავრამოპულოსი საქართველოს კარგი ამბებით ეწვია

გამოწერა
საქართველომ მოკლე პერიოდში დიდი და მასშტაბური რეფორმები განახორციელა არა მხოლოდ საკანონმდებლო თვალსაზრისით, არამედ მათი პრაქტიკაში იმპლემენტაციის კუთხითაც, განაცხადა მინისტრმა.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. მიგრაციისა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპოლუსი საქართველოში კარგი ამბებით ჩამოვიდა და ხაზი გაუსვა ქვეყნის წარმატებას, რომელსაც მან ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის  გზაზე მიაღწია,  განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დიმიტრის ავრამოპოლუსთან შეხვედრის შემდეგ.

გიორგი კვირიკაშვილი და დიმიტრის ავრამოპულოსი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილს ვიზალიბერალიზაციის პროცესის მოკლე ხანში დასრულების იმედი აქვს

„ევროკომისარი საქართველოში კარგი ამბით ჩამოვიდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველომ მოკლე პერიოდში, სამი წლის განმავლობაში განახორციელა იმდენად დიდი და მასშტაბური რეფორმები არა მხოლოდ საკანონმდებლო, არამედ მათი პრაქტიკაში იმპლემენტაციის თვალსაზრისით, რომ ეს თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს მისაბაძ მაგალითად“, — ციტირებს წულუკიანს უწყების პრესსამსახური.

დიმიტრის ავრამოპულოსი საქართველოს 2 აპრილს ეწვია და, იუსტიციის მინისტრის გარდა,  უკვე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორეს.

მას ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძესთან.

ყველა ახალი ამბავი
0