თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრი ავრამოპოლუსთან შეხვედრის შემდეგ, იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი მოკლე ხანში წარმატებით დასრულდება.
„იმედი მაქვს, რომ უახლოეს თვეებში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით გამგზავრებას ვიზის გარეშე შეძლებენ“, — ციტირებს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური კვირიკაშვილის სიტყვებს.
თავის მხრივ, მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარმა საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს უმაღლესი შეფასება მისცა.
დიმიტრის ავრამოპულოსი საქართველოს 2 აპრილს ეწვია და უკვე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორეს.
მას ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან.
ვიზიტის ფარგლებში დიმიტრის ავრამოპულოსი ასევე შეხვდება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძეს.