მაისაია: საქართველო ბაქოსა და ერევანს შორის შუამავალი უნდა გახდეს

© photo: Sputnikვახტანგ მაისაია
ვახტანგ მაისაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შაბათ დილით აზერბაიჯანი და სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტურ ზონაში ვითარების გამწვავებაზე ალაპარაკდნენ. მხარეები ერთმანეთს იარაღის გამოყენებასა და შეტევაზე გადასვლაში ადანაშაულებდნენ.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. საქართველო, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლად უნდა იქცეს, რათა მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება და ცეცხლი შეწყდეს, — მიაჩნია პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორ ვახტანგ მაისაიას.

„ამ ეტაპზე ეს [სამხედრო დაპირისპირება] შესაძლოა ლოკალურ ომში გადაიზარდოს, რომელიც, თავის მხრივ, რეგიონული ომის მასშტაბებს შეიძენს. ვფიქრობ, რომ მხარეები გონს მოეგებიან. საქართველომ აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს მოლაპარაკებებში, რათა ეს კონფლიქტი ლოკალურ ომში არ გადაიზარდოს. საქართველო ახლა უკვე უნდა იყოს აქტიური შუამავალი საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის“, — განუცხადა Sputnikზ–ს მაისაიამ.

მოლაპარაკებებში საქართველომ პირველი პირების დონეზე უნდა მიიღოს მონაწილეობა, დაამატა ექსპერტმა.

აზერბაიჯანელი სამხედრო - Sputnik საქართველო
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება გამწვავდა

თუ ეს სამხედრო კონფლიქტი რეგიონულ ომში გადაიზრდება, მაშინ მასში ჩაერთვებიან ისეთი რეგიონული „დერჟავები“, როგორებიც არიან თურქეთი და რუსეთი, რაც აუცილებლად მიგვიყვანს რეგიონში სამხედრო ბალანსის დარღვევამდე, დარწმუნებულია მაისაია.

შეგახსენებთ: კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ–დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1991 წლის სექტემბერში სტეფანაკერტში მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა. საბოლოოდ აზერბაიჯანმა დაკარგა ყარაბაღზე კონტროლი.

1992 წლიდან ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოითხოვს, ხოლო სომხეთი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, ვინაიდან ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0