მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება გამწვავდა

© Flickrაზერბაიჯანელი სამხედრო
აზერბაიჯანელი სამხედრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთი და აზერბაიჯანი აცხადებენ, რომ ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება დაიძაბა. მხარეები ცოცხალი ძალის დანაკარგებზე საუბრობენ.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანული „დივერსიული ჯგუფის“ თავდასხმის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, ხოლო აზერბაიჯანის სამხედრო უწყება მოწინააღმდეგის რიგებში ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დანაკარგებზე საუბრობს, — იუწყება РИА Новости.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავებაზე განცხადება გააკეთეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სროლა სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან დაიწყო, ხოლო სომხეთის სამხედრო უწყება  აზერბაიჯანული „დივერსიული ჯგუფის“ თავდასხმის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

ორივე მხარე საუბრობს დანაკარგებზე მოწინააღმდეგის რიგებში.

მანამდე კი, შაბათ ღამეს ბაქომ სომხური მხარე აზერბაიჯანული პოზიციების ნაღმმტყორცნებითა და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით დაცხრილვაში დაადანაშაულა.

ყველა ახალი ამბავი
0