თბილისი, 1 აპრილი, Sputnik. თბილისის ზოოპარკმა სიცილის საერთაშორისო დღეს ქალაქის მცხოვრებლები რქიანი ცხენის "უნიკორნის" დაბადებით გაახარა, რომელსაც სახელად მეფე არტურის ხმლის სახელი, ექსკალიბური დაარქვეს.
"ზოოპარკში არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს: ჩვენს საცხენოსნო კლუბში თეთრი, ცისფერთვალა, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, მაგრამ სინამდვილეში სხვებისგან განსხვავებული ცხენი დაიბადა. თუ ფოტოს კარგად დააკვირდებით, განსხვავებას უმალ შენიშნავთ. ჩვენს კვიცს შუბლს პატარა რქისებრი წარმონაქმნი, ფაქტიურად, რქა უმშვენებს", იტყობინებოდა ზოოპარკის Facebook-ის გვერდი სტატიაში, რომელმაც საათში დაახლოებით 500 „ლაიქი“ მიიღო.
თბილისის ზოოპარკის „სიახლეში“ აღნიშნულია, რომ რქიანი ცხენის დაბადება ბოლოს მონღოლეთში, გობის უდაბნოში, 1927 წელს დაფიქსირდა და თანაც ნათქვამი იყო, რომ თბილისის ზოოპარკი სწორედ 1927 წელს დაარსდა. ეს ზოოპარკის პირველი გაპამპულება არ არის სიცილის დღეს. შარშან ზოოპარკმა საქართველოს მცხოვრებლები ხმაკბილა ვეფხვის „დაბადების“ თაობაზე ინფორმაციით გაახარეს.