თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ბელარუსის მოდის კვირეულზე (Belarus Fashion Week) ახალგაზრდა ქართველი დიზაინერები საკუთარ ნამუშევრებს აჩვენებენ, განუცხადეს Sputnik-ს BFW-ს ორგანიზატორებმა.
Belarus Fashion Week მინსკში 6-10 აპრილს ჩატარდება. მასზე ბელარუსი, იტალიელი, გერმანელი, რუსი, დიდი ბრიტანელი, პოლონელი და ქართველი დიზაინერები ახალ კოლექციებს — 2016-2017-ის შემოდგომა-ზამთრის სეზონს წარმოადგენენ.
„ბელარუსი მაყურებლის წინაშე ქართველი დიზაინერები ერთობლივი შემოქმედებით წარდგებიან: თინათინ მაღალაშვილის ტანსაცმელი, მადონა ხარატიშვილის ფეხსაცმელი და ირაკლი ბახსოლიანის ჩანთები. ეს თინათინისა და მისი თანამემამულეების ქალის კოლექციის მეოთხე პრეზენტაციაა Belarus Fashion Week-ზე“, — აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.
მოდის კვირეულის მონაწილეთა შორის არიან ისეთი ბრენდები, როგორიცაა Leorgofman, Ton-in-Ton, Julia Babiy, Candy Lady, Navy, Line A, Harydavets&Efremova, Davidova, Boitsik, Alena Goretskaya, Hunkemöller, Kardash, Aiplatov და მრავალი სხვა.
BFW-ის ფარგლებში ასევე ჩატარდება New Names Belarus Fashion Week-ის ახალგაზრდა დიზაინერების კონკურსის ფინალი და ახალგაზრდა შემოქმედთა მხარდამჭერი ღონისძიებების პროგრამა Off Schedule.

მოდების ჩვენება, ტრადიციულად, ეროვნულ საგამოფენო ცენტრში გაიმართება.
ამ სეზონზე ბელარუსის მოდის კვირეულის ნახვა პირდაპირი ეთერით შესაძლებელი იქნება ვებ-გვერდებზე: bfw.by, fashionone.com, fashionunited.com.
BFW-ის ორგანიზატორები არიან სააგენტო „ღია პოდიუმი“ და „ბელარუსის მოდის პალატა“.