თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები აზერბაიჯანსა და თურქეთში ტერაქტებს ამზადებენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ საინფორმაციო პორტალ Haberturk-ზე დაყრდნობით.
პორტალის ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ ხუთი ბოევიკის ფოტოები, რომლებიც ტერაქტებს ამზადებენ, თურქეთის უსაფრთხოების ყველა სტრუქტურას გაუგზავნეს.
„ყველა ტერორისტი ამჟამად სირიის ტერიტორიაზე იმყოფება. არსებული ინფორმაციით, ისინი ტერაქტების მოწყობას თურქეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გეგმავენ“, — აღნიშნულია Haberturk-ის განცხადებაში.
პორტალის მონაცემებით, ერთ-ერთი ბოევიკი — რაშიდ ალაბდალაჰ ალჰაგანი ნაბილ ფადილის ახლო მეგობარია, რომელმაც იანვარში ტერაქტი მოაწყო სტამბულის სულთან აჰმედის მოედანზე. მეორეს — აბუ აიმან ათ-მაგრიბინის ამერიკული პასპორტი აქვს. მეოთხე ტერორისტი მოზარდი, 2015 წელს მოკლული მუჰამედ ურკმეზის ძმაა. მეხუთე ტერორისტია ჰასან ჰუსეინ უგური.