ევროპის ტერიტორიებზე შეტევისთვის „ისლამურმა სახელმწიფომ“ ოთხასი ბოევიკი გაწვრთნა

© Sputnik / STRINGER"დაიშის" მებრძოლები
დაიშის მებრძოლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებს მიღებული აქვთ ბრძანება, შეტევებისთვის შეარჩიონ შესაბამისი დრო, ადგილი და საშუალება, იუწყებიან საინფორმაციო საშუალებები ევროპული ქვეყნებისა და ერაყის სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ მინიმუმ 400 ბოევიკი მოამზადა შეტევებისთვის და ევროპაში გაგზავნა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესზე" დაყრდნობით. 

ევროპის ქვეყნებისა და ერაყის სადაზვერვო სამსახურების სხვადასხვა ანონიმური წყაროს ინფორმაციით, დასავლეთის ქვეყნებში შეტევების განსახორციელებლად ბოევიკებს ერაყის, სირიისა და, შესაძლოა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სპეციალურ ბანაკებში ამზადებენ, განუცხადეს სააგენტოს თანამოსაუბრეებმა. მათი მონაცემებით, ბოევიკებს ბრძანება აქვთ მიღებული, მათი მისიის შესასრულებლად შესაბამისი დრო, ადგილი და საშუალება შეარჩიონ.

ბოევიკები გაერთიანებული არიან მცირე ჯგუფებში, მათ მსგავსად, რომლებმაც განახორციელეს ტერაქტები პარიზში გასული წლის ნოემბერში და ბრიუსელში სამშაბათს, დააზუსტეს სააგენტოს ანონიმურმა წყაროებმა.

22 მარტს ბრიუსელში რამდენიმე ტერაქტი მოხდა — ორი აფეთქების ხმა გაისმა ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში, კიდევ ერთი — მეტროში. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კრიზისული ცენტრის მონაცემებით, ტერაქტების შედეგად დაიღუპა 31 ადამიანი, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 300-მა ადამიანმა.

ყველა ახალი ამბავი
0