კოვალიოვი: ქართულმა მხარემ ზეპირი გარანტიები მოგვცა, რომ ეუთოს ასამბლეაზე დაგვიშვებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსულმა მხარემ ზეპირი დადასტურება მიიღო, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მორიგ სესიაზე არ იქნება ისეთი გართულებები, როგორსაც ადგილი ჰქონდა ფინეთში, განაცხადა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ნიკოლაი კოვალიოვმა.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ქართულმა მხარემ ზეპირი ფორმით დაგვარწმუნა, რომ რუსული დელეგაცია სრული შემადგენლობით შეძლებს შევიდეს ქვეყანაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მორიგ სესიაზე დასასწრებად, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ნიკოლაი კოვალიოვმა. 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია 2016 წლის ივლისში თბილისში გაიმართება. 

2015 წლის ზაფხულში ფინეთმა უარი თქვა შეეშვა საკუთარ ტერიტორიაზე სანქციების ქვეშ მყოფი რუსი დეპუტატები, მათ შორის სახელმწიფო დუმის სპიკერი სერგეი ნარიშკინი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად. ამ ნაბიჯის საპასუხოდ, რუსეთის დელეგაციამ სრული შემადგენლობით უარი თქვა ჰელსინკში გამგზავრებაზე. 

ეუთოს შტაბ-ბინა - Sputnik საქართველო
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი შეიძლება ქართველი გახდეს

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არჩევნებისთვის ემზადება და ანტირუსულ რიტორიკას აქვს ადგილი, რაც შეეხება საპარლამენტო ასამბლეის მუშაობას, საქართველომ დაგვიდასტურა, რომ არანაირი წინააღმდეგობა არ იქნება და რომ რუსეთის დელეგაცია სრული შემადგენლობით იქნება დაშვებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, წერილობითი გარანტიები გვინდა, რასაც დაგვპირდნენ, მაგრამ ჯერ არ გვაქვს“, — უთხრა კოვალიოვმა ჟურნალისტებს. 

მისი თქმით, რუსულმა მხარემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელისგან ზეპირი დადასტურება მიიღო, რომ არ იქნება ისეთი გართულებები, რასაც ადგილი ჰქონდა ფინეთში.


ყველა ახალი ამბავი
0