ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი შეიძლება ქართველი გახდეს

© photo: Sputnik / Taras Lariokhin / გადასვლა მედიაბანკშიეუთოს შტაბ-ბინა
ეუთოს შტაბ-ბინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციამ, რომლის თავმჯდომარეა გიგი წერეთელი, ქართველი დეპუტატი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე წარადგინა.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა.

„გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად უკვე მეოთხე ვადითაა არჩეული. ამასთან ერთად ის ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ფრაქციასაც ხელმძღვანელობს, რომელმაც გიგი წერეთელი ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა“, — ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ცნობაში

2014 წლის ივლისიდან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩეულია ილკა კანერვა. მისი უფლებამოსილება იწურება მიმდინარე წელს. არჩევნები 2016 წლის 1-დან 5 ივლისამდე თბილისში საგაზაფხულო სესიის ფარგლებში გაიმართება. 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა - Sputnik საქართველო
ივლისში თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია გაიმართება

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა აერთიანებს 320 პარლამენტარს ეუთოს რეგიონის 56 ქვეყნიდან ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ჩათვლით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საპარლამენტო დიალოგის ფორუმს წარმოადგენს, ის არჩევნების სადამკვირვებლო მისიებს მიავლენს და საერთაშორისო თანამშრომლობას აძლიერებს იმ  მოვალეობების შესრულების მიზნით, რომლებიც პოლიტიკურ საკითხებს ეხება, ასევე უსფრთხოების, ეკონომიკის, გარემოსა და ადამიანის უფლებათა სფეროებში.


ყველა ახალი ამბავი
0