„ეროვნული ფორუმიც“ არჩევნებზე „ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებლად გავა

© Sputnik / Alexander Imedashviliპარლამენტის შენობა
პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, დარჩება თუ არა „ეროვნული ფორუმი“ მმართველი კოალიციის შემადგენლობაში.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. მმართველ კოალიციაში შემავალი კიდევ ერთი პარტია — „ეროვნული ფორუმი“ მიიღებს კოალიციისგან დამოუკიდებლად 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო კოალიციის მომავალს 2 აპრილს განიხილავს

„რესპუბლიკელებმა" და „ოცნებამ“ დაგვასწრეს გადაწყვეტილების მიიღება. ჩვენი ყრილობის დღის წესრიგი შეიცვლება. უცხადესია, რომ ფორუმი არჩევნებში ცალკე გავა. მთავარი კითხვა და აქცენტი დარჩა – დავრჩებით თუ არა კოალიციაში“, — განაცხადა გუბაზ სანიკიძემ „რუსთავი 2"–ის ეთერში.

პარტიის ლიდერის თქმით, თუ „ეროვნული ფორუმი“ არ დარჩება კოალიციაში, შესაბამისად, უმრავლესობაშიც აღარ დარჩება, ხოლო უმრავლესობის გარეშე პარლამენტს ძალიან გაუჭირდება მუშაობა.
„ეროვნული ფორუმის“ ყრილობა 3 აპრილსაა დანიშნული.

ყველა ახალი ამბავი
0