„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო კოალიციის მომავალს 2 აპრილს განიხილავს

© photo: Sputnik / Alexey Kudenkoქართული ოცნება
ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი „რესპუბლიკური პარტია“ და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. მმართველ კოალიცია "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო, რომელზეც მისი მომავალი ბედი გადაწყდება, 2 აპრილს ჩატარდება, განაცხადა „მრეწველთა“ პარტიის დეპუტატმა გოგი თოფაძემ.

დღეს გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პოლიტიკური გაერთიანება-მმართველ კოალიცია “ქართულ ოცნებაში“  შემავალი „რესპუბლიკური პარტია“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. ამის მერე საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ასევე კოალიციისგან დამოუკიდებლად გავა არჩევნებზე.

ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნებაც“ დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

„ჩვენ დავსვით საკითხი, იმათთან ვინც ბარიერს გადალახავს არჩევნების შემდეგ კოალიციის შექმნის თაობაზე, როგორც ეს სხვა ქვეყნებში ხდება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასე იქნება სწორი…ზეგ შედგება პოლიტსაბჭო, და ალბათ, სერიოზული კამათი გაიმართება იმასთან დაკავშირებით, როგორ გაგრძელდეს სამუშაო. ჩვენ იმას ვემხრობით, რომ არჩევნებში ყველამ ცალ-ცალკე მიიღოს მონაწილეობა და კოალიცია მერე შექმნან“, — ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა თოფაძემ.

„ქართული ოცნების“ დაშლის შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველ კოალიციაში შემავალ პარტიებს „რესპუბლიკელებსა“ და „მრეწველებს“ შორის სკანდალი აგორდა. „მრეწველების“ ლიდერმა გოგი თოფაძემ რესპუბლიკური პარტიის წევრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი 2015 წლის ოქტომბერში საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.

ამჟამად მმართველ კოალიციაში პარტიები „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „კონსერვატორთა პარტია“, "ეროვნული ფორუმი“ და პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ შედიან.

ყველა ახალი ამბავი
0