დეპუტატი: „ქართული ოცნება“ დაიშალა

© photo: Sputnik / Mikhail Mokrushin"ქართული ოცნება"
ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ნაცმოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა კოალიცია „ქართულ ოცნებას“ „გაკოტრებული პოლიტიკური ძალა“ უწოდა, რომელიც მხოლოდ ფორმალურად ინარჩუნებს ერთიანობას.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“, ფაქტობრივად, დაიშალა და ერთიანობას მხოლოდ ფორმალურად ინარჩუნებს.

ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში მყოფი ერთ-ერთი მსხვილი პოლიტიკური გაერთიანება „რესპუბლიკური პარტია“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. ამის შემდეგ საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ თავად პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ არჩევნებში ასევე კოალიციისგან დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილოებას.

პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
„ეროვნული ფორუმიც“ არჩევნებზე „ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებლად გავა

„კოალიცია, ფაქტობრივად, დაშლილია, „ქართული ოცნება“ — გაკოტრებული. ის, რომ ფორმალურ ერთიანობას ინარჩუნებენ, არაფერს ცვლის… თუ რესპუბლიკელები კოალიციიდან არ გამოდიან, ნიშნავს, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის ბოლო დაკვეთას ასრულებენ, რომ კოალიცია ფორმალურად მაინც არ დაიშალოს“, — განაცხადა სერგო რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.

„ქართული ოცნების“ დაშლის შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველ კოალიციაში შემავალ პარტიებს — „რესპუბლიკელებსა“ და „მრეწველებს“ შორის სკანდალი აგორდა. „მრეწველების“ ლიდერმა გოგი თოფაძემ რესპუბლიკური პარტიის წევრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი 2015 წლის ოქტომბერში საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.

ამჟამად მმართველ კოალიციაში შედიან პარტიები „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „კონსერვატორთა პარტია“, "ეროვნული ფორუმი“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.

ყველა ახალი ამბავი
0