მედია: თურქეთის ქალაქ დიარბაქირში ტერაქტის დროს შვიდი პოლიციელი დაიღუპა

გამოწერა
წინასწარი მონაცემებით, თურქეთის ქალაქ დიარბაქირში ავტოსადგურთან ასაფეთქებლით სავსე ავტომანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც შვიდი პოლიციელი დაიღუპა.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. პოლიციელთა რაოდენობამ, რომლებიც ქალაქ დიარბაქირში ტერაქტის დაიღუპნენ, შვიდს მიაღწია, ჭრილობები 27 ადამიანმა მიიღო, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „Риа Новости“ ტელეარხ NTV-ზე დაყრდნობით.

დანაღმული ავტომობილის აფეთქება ქალაქის ავტოსადგურის შორიახლოს  ქუჩაზე პოლიციის მიკროავტობუსის მსვლელობის დროს გაისმა. დაშავებულთა შორის 13 პოლიციელი და 14 სამოქალაქო პირია.

დიარბაქირი თურქეთის ერთ-ერთი ქალაქია, სადაც თურქეთში აკრძალული ქურთისტანის მუშათა პარტია (ქმპ) აქტიურად მოქმედებს.

თურქი პოლიციელები, საარქივო ფოტო. - Sputnik საქართველო
თურქეთში პოლიციის განყოფილებასთან მომხდარი აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

2015 წლის ივლისში თურქეთში ქმპ-სთან შეიარაღებული კონფლიქტის განახლების შემდეგ ქურთ მეამბოხეებთან შეტაკებებისას 350-ზე მეტი სამხედრო და პოლიციელი დაიღუპა. თურქეთის პრეზიდენტმა ტაიპ ერდოღანმა ამ პერიოდში 5 ათასზე მეტ ქურთ მეამბოხის განადგურების შესახებ განაცხადა. თუმცა პროქურთული დემოკრატიის პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ოპერაციისას ასეულობით მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა.


ყველა ახალი ამბავი
0