ადვოკატი მაგდა პაპიძის გირაოთი გამოშვებას ითხოვს

© photo: Sputnik / Andrei Starostinსასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებებია, ამიტომ სასამართლომ აღკვეთის ზომა უნდა შეცვალოს, მიიჩნევს ადვოკატი.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. მაგდა პაპიძის ადვოკატი გამოძიების მიმდინარეობის დროს მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს. პაპიძე ქმარ-შვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 2015 წლის 20 დეკემბერს მეუღლეს თავში რამდენჯერმე ჩაარტყა ურო, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. შემდეგ ქალმა მცირეწლოვანი ბავშვი გაგუდა.

ხელბორკილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პროკურატურა: პაპიძემ მოკლა თავისი შვილი და ქმარი

„ვფიქრობ, აუცილებელი არაა, რომ მაგდა პაპიძე პატიმრობაში იყოს. ამჟამინდელი ვითარებიდან გამომდინარე ეს აუცილებელი არ არის. საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებებია, ამიტომ მათ (სასამართლომ) აღკვეთის ზომა უნდა შეცვალონ. იმის საშიშროება, რომ მაგდა პაპიძე მიიმალება ან სასამართლოს მართლმსაჯულების აღსრულებაში შეუშლის ხელს, არ არსებობს“, — განაცხადა ადვოკატმა ირმა ბრელიძემ.

ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში პაპიძის საქმეზე წინასწარი მოსმენა მიმდინარეობს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „ოჯახური დანაშაული, განზრ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირისა, ჩადენილი განსაკუთრებული სისატიკით“, რაც 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0