საქართველოს პროკურატურა: პაპიძემ მოკლა თავისი შვილი და ქმარი

© фото - public domainხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეჭვმიტანილი წინასწარ ემზადებოდა ორმაგი მკვლელობისთვის და დანაშაულის ჩადენის მომენტში აბსოლუტურად საღ გონებაზე იმყოფებოდა, ირწმუნება პროკურატურა.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2015 წლის 19 დეკემბერს ხუთი წლის ბავშვისა და მისი მამის მკვლელობის გამოძიების მასალები გამოაქვეყნა. საქმეზე ერთადერთი ბრალდებული ბავშვის დედა და მოკლული მამაკაცის მეუღლე — მაგდა პაპიძეა.

პროკურატურის მონაცემებით, პაპიძე მკვლელობას წინასწარ გეგმავდა. მან თავის დღიურში სია ჩამოწერა, რომელიც მოგვიანებით გამომძიებლებმა აღმოაჩინეს.

„ურო (ნაჭრით გახვეული), პარკები დიდი გახსნილი, გამზადებული პროსტინა გამზად, პირსახ. გამზად. წყალი გავსებული ტოლჩა, ჩაინიკი ტანსაცმელი გაუმზადო ორივეს. გავიმზ. ტანსაცმელი. სიდენიებს გადავაფარო შავი დიდი პარკები“, — ასეთი სია შეადგინა პაპიძემ, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, პაპიძემ დღიურში ჩანაწერი გეგმა მთლიანად შეასრულა. მკვლელობის დღეს, როდესაც შვილთან ერთად სეირნობდა, იყიდა ურო, რასაც მაღაზიასთან დამონტაჟებული ვიდეოკამერა ადასტურებს.

დაკავება - Sputnik საქართველო
თბილისში ქალი ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

გარდა ამისა, დადგინდა, რომ ქალს, დანაშაულის ჩადენის მომენტში, მეგობარი მამაკაცი ჰყავდა. ბოლო დროს ის უკიდურესად აგრესიულად იყო განწყობილი მეუღლის მიმართ, მაგრამ არავის ეუბნებოდა, რომ მასთან გაშორება უნდოდა.

გამოძიება არ აცხადებს, თუ ადრე მშვიდმა მეუღლემ და დედამ რატომ გადაწყვიტა ქმრის მოკვლა, მაგრამ ამტკიცებს, რომ პაპიძე მკვლელობის დროს სრულებით საღ გონებაზე იმყოფებოდა.

პროკურატურა მოვლენათა თავის ვერსიას აქვეყნებს, რომელიც ჩვეულებრივ თბილისურ ბინაში 19-20 დეკემბრის ღამეს მოხდა. ეს ვერსია დადასტურებულია მრავალი ექსპერტიზის, ჩხრეკის, სამხილის ანალიზისა და დნმ-ის ნიმუშების საფუძველზე, რომლებიც აღებულია დანაშაულის ადგილიდან და მკვლელობის იარაღიდან.

19 დეკემბრის ღამეს მამაკაცი გაშლილ დივანზე იწვა, როდესაც პაპიძე მასთან მივიდა და ურო ჩაარტყა თავში. სისხლი მოხვდა ბალიშზე, დივანის გადასაფარებელზე, ზეწარზე და ავეჯზე. ამის შემდეგ მან ბავშვიც გაგუდა.

საქართველოს მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელებს ადანაშაულებს

გამოძიების ვერსიით, მკვლელობის შემდეგ პაპიძემ ცხედრები სახლიდან დერეფანში გამოიტანა და სახლის დალაგება დაიწყო. მან მოწმინდა სისხლი, ყველა დასისხლიანებული ნივთი შეაგროვა და სანაგვე ურნაში გადაყარა, შემდეგ დასვრილი სარეცხის რეცხვა დაიწყო. ის ასევე დაელაპარაკა დედამთილს და უთხრა, რომ ქმარი და შვილი სეირნობდნენ და მალე დაბრუნდებოდნენ. როგორც ექსპერტებმა დაასკვნეს, ამ საუბრისას ისინი უკვე გარდაცვლილები იყვნენ.

20 დეკემბერს დილით პაპიძემ ცხედრები საერთო დერეფნით ქუჩაში გაიტანა და მათი მანქანაში ჩადება სცადა. როცა ვერ მოახერხა, დაიწყო ყვირილი და მეზობლებს „საშველად“ უხმო.

ეჭვმიტანილი იმავე დღეს დააკავეს, წაუყენეს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობების გამო და განაჩენის გამოტანამდე საპატიმროში მოათავსეს.

ყველა ახალი ამბავი
0