დაბა კოჯრის ენერგომომარაგების საიმედოობა გაუმჯობესდა

© telasi.geენერგეტიკა. თელასი. ქვესადგური
ენერგეტიკა. თელასი. ქვესადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნული სამუშაოების ჩატარება განსაკუთრებით აქტუალურია საკურორტო სეზონის მოახლოების პერიოდში, რადგან კოჯორი თბილისელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. კომპანია „თელასმა“ დაბა კოჯრის ენერგომომარაგების გაუმჯობესების მიზნით ქვესადგურ „კოჯრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა, განაცხადეს კომპანიაში.

ქვესადგურში ძალოვანი ტრანსფორმატორის (T-2) და 35-კილოვოლტიანი ზეთიანი ამომრთველის (BT-35) სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, რის შედეგადაც ქვესადგურის სიმძლავრე 4 მეგავატით გაიზარდა და გაუმჯობესდა დაბა კოჯრის 1437 აბონენტის ელექტრომომარაგების ხარისხი და საიმედოობა. 

თელასი - Sputnik საქართველო
ელექტროქსელზე რემონტის გამო "თელასი" ელექტროენერგიის შეზღუდვებს იწყებს

აღნიშნული სამუშაოების ჩატარება განსაკუთრებით აქტუალურია დაბა კოჯრის ინფრასტრუქტურის განვითარების, საკურორტო სეზონის მოახლოებისა და ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნილების პირობებში.

სს „თელასი“ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაოს“ შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაოს“ მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.


ყველა ახალი ამბავი
0