პრეზიდენტი: არის განსხვავება დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას შორის

© პრეზიდენტის პრესსამსახურიგიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა
გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა და სტუდენტებს, ექსპერტებსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს მიმართა.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. დღევანდელმა არჩევანმა განსაზღვრა ქვეყნის დამოუკიდებლობა, რომელიც უნდა გაიზარდოს და გადაიზარდოს თავისუფლებაში — განაცხადა  აშშ-ში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას. 

“დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებული რეფერენდუმის ჩატარების 25 წლისთავს.

ეს იყო რეფრენდუმი, რომელმაც განსაზღვრა, რომ 3000 წლიანი ისტორიის ერი მზად იყო ხელახლა აეშენებინა საკუთარი სახელმწიფოებრიობა და კიდევ ერთხელ გამხდარიყო საერთაშორისო ოჯახის წევრი.

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში შეხვედრებს მართავს - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში შეხვედრებს მართავს

ეს იყო გადაწყვეტილება, რომლის მიღებასაც ხელი შეუწყო საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, რომლის დაბადების დღეც ასევე დღესაა.

სწორედ ამ არჩევანმა განსაზღვრა ქვეყნის დამოუკიდებლობა, რომელიც უნდა გაიზარდოს და გადაიზარდოს თავისუფლებაში, და არის განსხვავება დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას შორის", — ციტირებს პრეზიდენტს სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახური. 

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ნიშანდობლივია, რომ დღეს იგი ამ საკითხებზე ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში საუბრობს.

"ეს უნივერსიტეტი იმ ადამიანის სახელს ატარებს, რომელიც ამერიკელი ერის დამფუძნებელი მამაა. პიროვნების, რომელმაც საკუთარი პოლიტიკური ხედვები მიუძღვნა იმ ერის ჩამოყალიბებას, რომელიც დაფუძნებულია თავისუფლებისა და პიროვნების თავისუფლების პრინციპებზე“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ში უკვე გამართა შეხვედრები აშშ-ს აღმასრულებელი ხელისუფლების და ნატოს წარმომადგენლებთან. 

 

ყველა ახალი ამბავი
0