თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ქართულ ბაზარზე Beeline-ის არსებული და ახალი კლიენტებისთვის „ვიმპელკომი“ ინოვაციური ტელესაკომუნიკაციო სპექტრის გაფართოებას გეგმავს, განაცხადა Sputnik-თან ინტერვიუში კომპანია „ვიმპელკომის“ ევრაზიის ბიზნეს-ერთეულის კორპორატიული კომუნიკაციების უფროსმა გალინა კურგანოვამ.
სამშაბათს კომპანია Caucasus Online-მა და სატელეკომუნიკაციო კომპანია Magticom-მა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც Caucasus Online-ისა და შპს „მობიტელის“ (Beeline-ის) შერწყმას გამორიცხავს, ნათქვამია კომპანიების ერთობლივ განცხადებაში. მანამდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) Caucasus Online-ისა და შპს „მობიტელის“(Beeline-ის) შერწყმის საკითხი განიხილა. კომპანიები „მობიტელის“ მიერ „კავკასუს ონლაინისგან“ ბაზრის საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენაზე წინასწარ ნებართვას ითხოვდენ.
„ვიმპელკომი“ საქართველოში თავისი სტრატეგიის დამუშავებაზე და რეალიზაციაზე და კლიენტებისთვის ქსელის გაფართოებაზე ფოკუსირებას გააგრძელებს. LTE ქსელის განვითარების ამბიციური გეგმები გაგვაჩნია, რომელიც ქართულ ბაზარზე Beeline-ის არსებული და ახალი კლიენტებისთვის ინოვაციური ტელესაკომუნიკაციო მომსახურების უფრო ფართო სპექტრის უზრუნველყოფაში დაგვეხმარება“, — აცხადებს კურგანოვა.
„Beeline საქართველო“ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო და ტექნოლოგიურ კომპანია VimpelCom Ltd.-ში შედის(შტაბ-ბინა ამსტერდამშია), რომელიც 14 ბაზარზე 200 მილიონ კლიენტზე მეტს ემსახურება, აღნიშნა მან.
„კავკასუს ონლაინი“ საქართველოს ინტერნეტსივრცეში მოქმედი მთავარი მოთამაშეების — Sanet და Georgia Online (dial up ტექნოლოგია), Caucasus Network (dsl ტექნოლოგია) და Telenet (fixed wireless ტექნოლოგია) გაერთიანების გზით 2008 წელს დაფუძნდა.
Caucasus Online-ი კომპანიის ორად გაყოფას გეგმავს: საცალო გაყიდვების მომსახურების სეგმენტს Magticom-ს გადასცემს, თავად კი საბითუმო ბაზრის სეგმენტში (ქსელური ინფრასტრუქტურა და მაგისტრალები) ოპერირებას განაგრძობს.