ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები თსუ-ს რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადადგომის მოთხოვნით ორი დღის განმავლობაში შიმშილობდნენ. Sputnik-ი აქციის ამსახველ ვიდეოკადრებს გთავაზობთ.
ორდღიან შიმშილობის აქციაში რვა სტუდენდი მონაწილეობდა, რომლებიც უნივერსიტეტის რექტორ ვლადიმერ პაპავას თსუ-ში მიმდინარე ნეგატიურ პროცესებზე პასუხისმგებლობის აღებისაკენ და თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ.
თსუ-ს თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ანალოგიური მოთხოვნით საპროტესტო აქციები გასული წლის ოქტომბერში და მარტის დასაწყისში ასევე საპროტესტო აქციებს მიმართეს და პაპავას გადადგომა მოითხოვეს.
თსუ-ს თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციები ამ მოთხოვნით 2015 წლის ოქტომბერსა და ამა წლის მარტში გამართეს. მათ თავიანთი მოთხოვნა იმით ახსნეს, რომ თითქოს რექტორი სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს. ისინი რექტორს ასევე ადანაშაულებდნენ იმაში, რომ „უნივერსიტეტი არ ვითარდება“.
როგორც ოთხშაბათს, საღამოს გახდა ცნობილი, ვლადიმერ პაპავამ რექტორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით რექტორმა განაცხადა, რომ თანამდებობა უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო. „მე ვიღებ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც უნივერსიტეტში ხდება“, — განაცხადა მან.