საქართველოს სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

© Sputnik / STRINGERპირველი გიმნაზია
პირველი გიმნაზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
განათლების სამინისტრო ინიციატივით გამოვიდა სასწავლო წლის დასაწყისი ფიქსირებული თარიღი გახდეს, რადგან ადრე სწავლა 10 სექტემბრის მომდევნო პირველ ორშაბათს იწყებოდა.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. საქართველოს საჯარო სკოლებში მომავალი სასწავლო წლიდან სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება, განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.

აქამდე სწავლა სკოლებში 10 სექტემბრის მომდევნო პირველ ორშაბათს იწყებოდა.

სკოლა - Sputnik საქართველო
აპრილში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

„ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ სწავლა ფიქსირებული თარიღით იწყებოდეს, რომ მშობლებს დასვენებისა და არდადაგების დაგეგმვა შეეძლოთ. ამ ცვლილების თაობაზე მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცა“,- უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ბრიფინგზე განაცხადა გიგაურმა.

კერძო სკოლების ხელმძღვანელობა თვითონ გადაწყვეტს, როდის დაიწყოს სასწავლო პროცესი.

ამ წელს საქართველოს საჯარო და კერძო სკოლები 49 ათასზე მეტ პირველკლასელს მიიღებენ.


ყველა ახალი ამბავი
0