აპრილში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

© photo: Sputnik / Бесик Пипияსკოლა
სკოლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალ სასწავლო წელს ის პირველკლასელები ჩაირიცხებიან სკოლებში, ვისაც ექვსი წელი 15 სექტემბრამდე შეუსრულდება.

თბილისი, 30 მარტი  – Sputnik. პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 4-18 აპრილს ჩატარდება, განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

რეგისტრაცია სამ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე ის ბავშვები დარეგისტრირდებიან, რომელთა მშობლები მუშობენ სკოლაში; რომელთა და-ძმა სწავლობს კონკრეტულ სკოლაში და ასევე იმ ოჯახების ბავშვები, რომლებსაც პირველ კლასში ორი ან მეტი ბავშვი შეჰყავს.

სკოლებში აუცილებელი დოკუმენტაცია პირველკლასელთა მშობლებმა 19-28 აპრილის პერიოდში უნდა წარადგინონ. პირველ კლასში ჩაირიცხებიან ის ბავშვები, ვისაც ექვსი წელი სასწავლო წლის დაწყებამდე შეუსრულდება.

რეგისტრაციის მეორე (4-25 მაისი) და მესამე (14-30 ივნისი) ეტაპი ჩატარდება ვებ-გვერდზე emis.ge. მესამე ეტაპზე შესაძლებელი იქნება ბავშვების იმ სკოლებში დარეგისტრირება, სადაც ადგილები იქნება თავისუფალი.

მეორე ეტაპის მონაწილეთა დოკუმენტაციას სკოლები 30 მაისიდან 10 ივნისის პერიოდში მიიღებენ. მესამე ეტაპზე დარეგისტრირებულთათვის ვადები მითითებული არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0