ევროპარლამენტარები საქართველოსთან სწრაფ ვიზალიბერალიზაციას უჭერენ მხარს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპარლამენტის დელეგაციის წევრები არ ეთანხმებიან ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის, ჯოზეფ დაულის პოზიციას, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ხარისხს მიებას.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ევროპარლამენტის იურიდიული კომიტეტის დელეგაცია, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, აცხადებს, რომ მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის სწრაფ გაუქმებას. 

შეგახსენებთ, ევროპის ევროპის  ყველაზე მსხვილი პოლიტიკური გაერთიანების — ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ჯოზეფ დაულმა (Joseph Daul) განაცხადა, რომ ევროპის სახალხო პარტია იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას, თუ 2016 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება. 

„[ჯოზეფ დაულმა] გააკეთა კომენტარი… არა მგონია, რომ ეს ევროპის სახალხო პარტიის ოფიციალური პოზიცია იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს საკითხი ევროპარლამენტმა და შესაბამისმა კომიტეტებმა უნდა გადაწყვიტონ… მე, ჩემი მხრივ, მხარს ვუჭერ საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან უსწრაფეს ვიზალიბერალიზაციას“, — განუცხადა ჟურნალისტებს ევროპარლამენტარმა ჰანეს სვობოდამ.    

ევროპარლამენტის შენობა სტრასბურგში - Sputnik საქართველო
ევროპის სახალხო პარტიამ საქართველოსთვის ვიზების გაუქმების პირობები დაასახელა

მისი თქმით, დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები, მათ შორის, ქვეყნის პრემიერ–მინისტრსა და ასევე პარლამენტის სპიკერთან. 

სვობოდამ გამოთქვა იმედი, რომ „ახლა, როცა ევროკომისიამ საკუთარი წინადადება წამოაყენა, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილებას ევროპარლამენტი მიიღებს, რომელსაც ამ საკითხზე პოზიტიური განწყობა ექნება“. 

„იმედი მაქვს, რომ საქართველო არჩევნებამდე მიიღებს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს. პირადად მე მხარს ვუჭერ უვიზო რეჟიმის შემოღებას… ვფიქრობ, ვიზალიბერალიზაციის არჩევნებთან მიბმა უსამართლობა იქნება, იმიტომ, რომ ეს არ უკავშირდება რაიმენაირ ხელმძღვანელობას“, — განაცხადა ევროდეპუტატმა ჰეიდი ჰაუტალამ. 


ყველა ახალი ამბავი
0