საქართველოს ხელისუფლებამ პაკისტანში მომხდარი ტერაქტი დაგმო

გამოწერა
გიორგი მარგველაშვილმა და გიორგი კვირიკაშვილმა ლაჰორში მომხდარი ტერაქტი დაგმეს და პაკისტანის ხელისუფლებისადმი თანაგრძნობა გამოხატეს.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პაკისტანის ქალაქ ლაჰორში მომხდარი ტერაქტით შეძრწუნებულნი არიან. 

პაკისტანი - Sputnik საქართველო
საქართველომ პაკისტანში მომხდარ ტერაქტს ბარბაროსობა უწოდა

კვირას თვითმკვლელმა-ტერორისტმა ლაჰორის საბავშვო პარკთან აიფეთქა თავი. ბოლო მონაცემებით, პაკისტანის სიდიდით მეორე ქალაქ ლაჰორში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 69 ადამიანს შეადგენს და მათ შორის სულ მცირე 23 ბავშვია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია 300-ზე მეტი ადამიანის დაჭრის შესახებ.

„ეს არის მსოფლიოს ტრაგედია, ეს თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. დიდი გულისტკივილით თანავუგრძნობ პაკისტანის მთავრობასა და ხალხს მომხდარის გამო და გამძლეობას ვუსურვებ მათ ამ მძიმე წუთებში", — ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

გიორგი მარგველაშვილის მისასამძიმრებელ წერილში ნათქვამია, რომ საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აგრძელებს თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლას.

მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა რადიკალურ მოძრაობა „თალიბანის“ ერთ-ერთმა ფრთამ აიღო.

პოლიციამ თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა დაადგინა, ის 28 წლის იუსუფი, გულამ ფარიდის ვაჟი აღმოჩნდა. გამოძიების წინასწარი მონაცემებით, იუსუფი რვა წლის განმავლობაში ლაჰორის სასულიერო სასწავლებელში ასწავლიდა.

პოლიციის ანტიტერორისტულმა დეპარტამენტმა რეიდი ჩაატარა, რომლის დროსაც ტერაქტში მონაწილეობაში ეჭვმიტანილი 15 პირი, მათ შორის იუსუფის სამი ძმა დააკავა.

ყველა ახალი ამბავი
0